Saturday, November 7, 2009

ქოთნის მცენარეების აუქციონი


პროექტის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, თანამშრომლობის, ნამუშევრის წარდგენის უნარჩვევები.
პროექტის სრული აღწერა: ისტის საშუალებით ინტერნეტიდან მოსწავლეები გაარკვევენ ყველაზე პოპულარულ ოთახის მცენარეებს, შეაგროვებენ მცენარეთა ნერგებს, შეადგენენ საჭირო რესურსების ნუსხას. განსაზღვრავენ, რა დრო დასჭირდებათ თითოეული მცენარის გასამრავლებლად. გაინაწილებენ ფუნქციებს, დაგეგმავენ და მოაწყობენ აუქციონს.
განსაზღვრავენ რისთვის გამოიყენონ აუქციონიდან შემოსული თანხა.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: პროექტის ხანგრძლივობა 5 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებულ მასალას დაახარისხებენ,შეადგენენ სასარგებლო რჩევებს ბუკლეტების სახით. გააფორმებენ ალბომებს.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან ოთახის მცენარეთა მოვლის, გამრავლების უნარ–ჩვევებს. ინფორმაციის მოძიებისათვის გამოიყენებენ სხვადასხვა ლიტერატურულ მასალებს, შექმნიან ფოტო–ალბომს თავიანთი გადაღებული მასალებით, მოაწყობენ ოთახის მცენარეთა გამოფენა–გაყიდვას. მოძიებულ ფოტო და ვიდეო მასალით შექმნიან სლაიდ შოუს–„ოთახის მცენარეები“
სარგებელი სხვებისთვის: შემოსული თანხით შეიძენენ სახელმძღვანელოებს დევნილი მოსწავლეებისთვის. მოძიებულ მასალას გააცნობენ სხვებს. თვითონ მიეჩვევიან სიკეთის კეთებას.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ეკოლოგია, ისტი, ხელოვნება.
პროექტის ფასილიტატორი: ეთერ შეშაბერიძე.
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: sheshaberidzeeteri@gmail.com